Skip to content

Latest commit

History

History

Folders and files

NameName
Last commit message
Last commit date

parent directory

..

readme.md

HTML გამოყენების საფუძვლები

HTML არის სტანდარტული მარკაპ ენა რომელიც გამოიყენება ვებ გვერდების შესქმნელად

შესავალი HTML Introduction

HTML ტიპის ფაილებს აქვთ .html გაფართოება. გაფართოება მიანიშნებს ტექსტურ ედიტორს ან ვებ ბრაუზერს მიხვდეს თუ რა ტიპის ფაილთან აქვს ურთიერთობა. ახალი html ფაილის შექმნისას ის უნდა შევინახოთ შესაბამის ფორმატში.

მაგალითად:

main.html

ამ ფაილის გახსნისას ბრაუზერს ეცოდინება როგორ გამოიტანოს მასში მოთავსებული html კოდი.

სარჩევი

[TOC]

საწყისი შაბლონი

თანამედროვე ინტეგრირებული გარემოების (IDLE) უმრავლესობას, როგორიც არის PyCharm, WebStorm Atom და ა.შ. აქვს ჩაშენებული საწყისი HTML-ის შაბლონი:

<!DOCTYPE html><htmllang="en"><head><metacharset="UTF-8"><title>Title</title></head><body></body></html>

HTML ელემენტების ანატომია

html თეგები

მსგავსება HTML-სა და Markdown ფორმატ შორის და ასევე უამრავი საჭირო თეგი თავისი მაგალითებით შეგიძლიათ ანხოთ ამ მისამართზე

HTML-ის ელემენტი მოთავსებულია შესაბამის tag-ებში. მაგ: <title>Title</title>

მსგავსი ელემენტების თეგებს ვაერთიანებთ კომპონენტებში, კომპონენტის განმსაზღვრელ თეგებს შორის. მაგალითად გვერდის ჰედერ ელემენტები მოთავსებულია <head> </head> თეგებს შორის.

head კომპონენტი ძირითადად ინახავს meta data-ს ვებ გვერზე, როგორიც არის CSS სტილთან კავშირი, ჯავასკრიპტთან კავშირი, ინფორმაცია ენკოდინგზე და ა.შ.

ძირითადი ფუნქციონალური HTML კოდი მოთავსდება <body> </body>

შესაბამისად საიტის ძირითადი კომპონენტები განისაზღვრება HTML ელემენტებით, ელემენტები კი აღიწერება შესაბამისი თაგებით .html ფაილში.

Div და Span

Div და Span გვეხმარება html კოდის პორციებად სეგმენტირებაში. როდესაც დავიწყებთ ელემენტების სტილის შექმნას CSS-ისა და Bootstrap-ის მეშვეობით, ხშირად გვექნება შემთხვევა როდესაც გარკვეული სტილის გამოყენება მხოლოდ კონკრეტული ელემენტების სეგმენტზე გვჭირდება. ასეთ დროს გამოვიყენებთ div და span გამყოფებს.

სინტაქსი:

...
<divclass=""><h1>სათაური</h1><p>პარაგრაფი</p></div><p>პარაგრაფი div-ის გარეთ რომელიც <span>span თეგს შორის</span> მოვათავსეთ</p>
...

ტექსტი, პარაგრაფი, ფორმატირება

Heading | სათაურები

<h1>ძირითადი სათაური</h1><!-- etc --><h6>Level-6 სათაური</h6>
თეგიელემენტი
h1მთავარი heading
h6ნაკლებად მნიშვნელოვანი heading

პარაგრაფები

<p>პარაგრაფი.<br/>
ახალი ხაზი.</p><p>ახალი პარაგრაფი.</p><hr/><p>ნახეთ ხაზი ზემოთ.</p>
თეგიელემენტი
pპარაგრაფი
brახალი ხაზი
hrჰორიზონტალური ხაზი

ტექსტის ფორმატირება

<em>Formatting</em> is <strong>important</strong> !
(a+b)<sup>2</sup> = a<sup>2</sup> + b<sup>2</sup> + 2ab
თეგიელემენტი
subsubscript
supsuperscript
ememphasize
strongimportant
markhighlighted
smallsmall
iitalic
bbold

ატრიბუტები

ზოგ HTML ელემენტს გააჩნია ატრიბუტები, რომლითაც მათზე პირდაპირ შეიძლება მანიპულირება. ატრიბუტების გამოყენებით შეგვიზლია ელემენტს დავუმატოთ ისეთი ნაწილი, როგორიცაა ვებ ბმული ან სურათის მისამართი.

ბმულები

<ahref="url">ბმული</a><ahref="url" target=_blank>გახსენი ბმული ახალ ფანჯარაში</a><ahref="#comments">ბმული ელემენტზე id-ით კომენტარი</a><h2id="comments">კომენტარი</h2>
თეგიელემენტი
ahyperlink

description

სურათები

<imgsrc="https://www.flixist.com/wp-content/uploads/ul/226276-midnightgospel1.jpg" alt="description" width="300" height="200" />
თეგიელემენტი
imgimage
ატრიბუტიაღწერა
srcმისამართი
altტექსტი
width; heightსიგანე; სიმაღლე

ვებ გვერდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ფუნქციონალია მომხმარებლისგან ინფორმაციის აღება. ინფორმაციის ვებ გვერდის ინტერფეისიდან ამოღება ხდება html ფორმების გამოყენებით. ფორმის ასაწყობად ვიყენებთ html თეგს <form>, რომელშიც შეგვიძლია მოვათავსოთ <input> ელემენტი.

ფორმის დასასრულს ვამატებთ submit ტიპის input-ს, რაც ავტომატურად ამაგრებს ღილაკს შევსებული ფორმის შესასრულებლად. იხილეთ html ფორმების მაგალითები:

<formaction="url" method="post"><fieldset><legend>რეგისტრაცია</legend><label>Login :<inputtype="text" name="login" /></label><br/><labelfor="pswd">Password :</label><inputtype="password" name="password" id="pswd" /><br/><inputtype="radio" name="sex" value="male" />Male<br/><inputtype="radio" name="sex" value="female" />Female<br/></fieldset><label>საყვარელი პოკემონი : <selectname="color"><option>Charizard </option><option>Gengar </option><option>Greninja </option></select></label><inputtype="checkbox" name="available" value="monday" />ორშაბათი<br/><inputtype="checkbox" name="available" value="tuesday" />სამშაბათი<br/><textareaname="comments" rows="10" cols="30" placeholder="კომენტარის სივრცე"><textarea/><inputtype="submit" value="ღილაკის ტექსტი"></form>
თეგიელემენტი
formform
labellabel for input
fieldsetgroup inputs together
legendlegend for fieldset
input type="text"text input
input type="password"password input
input type="radio"radio button
input type="checkbox"checkbox
input type="submit"send form
selectdrop-down list
optiondrop-down list item
optgroupgroup of drop-down list items
datalistautocompletion list
textarealarge text input

ხშირად გამოყენებადი თეგები

სია

<ul><li>item</li><li>item</li><li>item</li></ul>
თეგიელემენტი
ulunordered list
lilist item

მოწესრიგებული სია (დალაგებული)

<ol><li>first</li><li>second</li><li>third</li></ol>
თეგიელემენტი
olordered list
lilist item

სტანდარტული ცხრილი

<table><tr><th>სათაური 1</th><th>სათაური 2</th></tr><tr><td>მწკრივი 1, სვეტი 1</td><td>მწკრივი 1, სვეტი 2</td></tr><tr><td>მწკრივი 2, სვეტი 1</td><td>მწკრივი 2, სვეტი 2</td></tr></table>
თეგიელემენტი
tableცხრილი
trცხრილის მწკრივი
thცხრილის დასახელება
tdცხრილის უჯრა

დამატებითი რესურსები

  1. HTML-ის სრული ვებ კურსი დეველოპერთათვის Mozilla-სგან
  2. gendx | HTML Cheat Sheet